პარიზის ტერაქტი

RTBF: რეიდის დროს დაკავებული არ არის ტერაქტის ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი

Reuters

ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის RTBF-ის ცნობით, ბრიუსელის გარეუბანში ჩატარებული რეიდის შედეგად დაკავებული არ აღმოჩნდა პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი. იქამდე, RTBF პარიზის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორის აბდესლამის დაკავებას ადასტურებდა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

ამასთან, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ახალ ვიდეოს ავრცელებენ, სადაც ამბობენ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც სირიაში ავიაიერიშებში მონაწილეობენ, საფრანგეთის ბედს გაიზიარებენ. "ისლამური სახელმწიფო" ვაშინგტონზე შეტევითაც იმუქრება.

კომენტარები