ტერორიზმი

პრემიერმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა დანიშნა

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა დანიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე განიხილავენ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს.

სხდომა 18 ნოემბერს 10:00 საათზე სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვიოს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურები არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და არ იცავენ ქვეყანას ტერორიზმის საფრთხისგან. მისი თქმით, აუცილებელია, მთავრობამ მოსახლეობას გააგებინოს, რა ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით. 

13 ნოემბრის ღამეს, პარიზში, ერთდროულად რამდენიმე ადგილზე განხორციელებული ტერაქტისას, 129 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 352 დაშავდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა.

კომენტარები