ტერაქტი პარიზში

თბილისის საკრებულოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მერია

თბილისის საკრებულოში ფრანგი ხალხის თანაგრძნობისთვის სამძიმრის წიგნი გაიხსნა. თბილისის საკრებულოს ფოიეში მოწყობილია სპეციალური ადგილი, სადაც მოქალაქეებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებს შეუძლიათ, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთონ და 13 ნოემბრის ტერაქტების გამო ფრანგ ხალხს მიუსამძიმრონ.

სამძიმრის წიგნის გახსნასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. რენო სალენსის თქმით, საფრანგეთში გლოვის მესამე დღეა. მისი თქმით, მთელ მსოფლიოში იხსნება სამძიმრის წიგნები და უამრავი ადამიანი შეძრულია იმით, რაც ხდება საფრანგეთში.

"მე მივიღე უამრავი თანაგრძობა ქართველებისაგან და ვიცი, რომ უამრავი ქართველი მოვა დღეს აქ. სამძიმრის წიგნი გახსნილი იქნება 19:00 საათამდე. ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას ამ ცერემონიალის ორგანიზებისათვის, თბილისის ერთ-ერთ საზოგადოებრივ შენობაში და ვფიქრობ, რომ ეს კარგი სიმბოლოა", - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები