ტერორიზმი

FSB: ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზი ტერაქტი იყო

AFP

რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსის ალექსანდრ ბორტნიკოვის ინფორმაციით, გასულ თვეს ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზი ტერორისტული აქტი იყო. როგორც ცნობილია, შემთხვევამ 224 ადამიანი იმსხვერპლა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, FSB-ს უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა უთხრა, თვითმფრინავთან უცხოური ასაფეთქებლის ნამსხვრევები იპოვეს.

პუტინმა პირობა დადო, რომ იპოვის და დასჯის დამნაშავეებს. როგორც ცნობილია, მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები