მიგრანტების კრიზისი

პარიზის ტერაქტის შემდეგ, აშშ-ის ზოგი შტატი მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობს

www.timesfreepress.com

ამერიკის ზოგიერთი შტატი პარიზის ტერაქტის შემდეგ სირიელი მიგრანტების ახალი ნაკადის მიღებაზე უარს ამბობს.

მიჩიგანის გუბერნატორი, რიკი სნეიდერი, აცხადებს, რომ იგი მიგრანტების ახალი ნაკადის მიღებას მანამ შეაჩერებს, სანამ აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტი სრულ ახსნა-განმარტებას არ მიაწოდებს მიგრანტების სასაზღვრო შემოწმების და უსაფრთხოების მსგავსი პროცედურების შესახებ. ამგვარი შინაარსის განცხადება გაავრცელეს ალაბამამ, ტეხასმა და სხვა 15-მა შტატმა.

როგორც ცნობილია, ბარაკ ობამა შტატების პოზიციას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ეს ამერიკელი ხალხის ღირებულებების ღალატი იქნება.

გუბერნატორების ასეთი ტიპის გადაწყვეტილება პარასკევს მომხდარმა პარიზის ტერაქტმა განაპირობა, რომლის დროსაც 129 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები