რეკლამა

დღეიდან, ფუდპანდა ღამის 3 საათამდე თქვენ გვერდით იქნება

0 კომენტარი

გიყვართ გემრიელი კერძები? მაშინ არ დააყოვნოთ, ფუდპანდა მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. შემოიხედეთ www.foodpanda.ge -ზე!

რთულია, გემრიელზე და ძალიან გემრიელზე თქვა უარი, განსაკუთრებით, მომხიბვლელი შეთავაზების დროს! მით უფრო, თუ წვიმს, თოვს, ქარია ან დრო არ გაქვთ და ვერ ახერხებ ობიექტში მისვლას...

ფუდპანდა და მისი პარტნიორები მომხმარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ. დღეიდან კი თქვენთვის საყვარელ კერძს, უკვე ღამის 3 საათზეც თქვენთვის სასურველ ადგილას მოგართმევენ. წინ სასიამოვნო დღეები გელით... შეიქმენი მაქსიმალური კომფორტი! გამოიძახე 150-ზე მეტი რესტორნიდან და ფუდპანდას კურიერი ადგილზე მოგართმევთ!

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge - სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. ფუდპანდა მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.

გთავაზობთ უგემრიელეს და ჰაეროვან ბერძნული სალათის მომზადების წესს

შემადგენლობა: სალათის ფოთლები - 50 გრ, კიტრი - 1 ცალი, წითელი ხახვი - 1/2 ცალი, ზეთის ხილი - 30 ცალი, ყველი ფეტა - 200 გრ, ზეითუნის ზეთი - 70 მლ,ღვინის ძმარი - 2 ს/კ, ნიორი - 1 კბილი, ლიმონი - 1 ცალი, მარილი - გემოვნებით, წიწაკა - გემოვნებით, პომიდორი - 1 ცალი, შაქარი - 1 ც/კ

მომზადების წესი: ეს არის უგემრიელესი მსუბუქი საგაზაფხულო სალათი. სალათის ფოთლები დავჭრათ და ჩავყაროთ ჯამში. პომიდორი დავჭრათ დიდ კუბიკებად და დავამატოთ სალათის ფოთლებში. ხახვი დავჭრათ თხელ რგოლებად და ასევე ჩავდოთ სალათში. კიტრი გავფცქვნათ და დავჭრათ კუბიკებად.ზეთის ხილი გავჭრათ შუაზე, ნაწილი წვრილად დავჭრათ და ცალკე თეფზე გადავდოთ. (დაგვჭირდება შესაკაზმისთვის) ოხრახუშის პატარა კონა წვრილად დავჭრათ და ჩავყაროთ ჯამში. ყველი ფეტა დავჭყლიტოთ ჩანგლით და დავამატოთ სალათში. ყველაფერი კარგად ავურიოთ. მოვამზადოთ შესაკაზმი ზეითუნის ზეთისგან, წვრილად დაჭრილი ზეთის ხილისგან, ღვინის ძმრისგან, წვრილად დაჭრილი ნიორისგან და 1 ჩ/კ შაქრისგან.ასევე დავამატოთ ლიმონის წვენი.ყველაფერი მოვათავსოთ ჯამში და კარგად ავურიოთ. დავასხათ ეს სითხე სალათს და ავურიოთ. მზად არის.

გემრიელად მიირთვით!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები