ბუნებრივი სტიქია

დადიანის ქუჩაზე ქარმა ხე ფესვებიანად მოგლიჯა და მანქანებს დაეცა

interpressnews.ge

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ ქარვასლასთან ხე წაიქცა და მანქანებს დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. დაზიანებულია 4 ავტომობილი. დადიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება.

ადგილზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მაშველები ავტომობილებს და გზის სავალ ნაწილს ასუფთავებენ.

უცნობია, რამ გამოიწვია ხის წაქცევა. შესაძლოა, მიზეზი ძლიერი ქარი იყოს

კომენტარები