უსაფრთხოების სამსახური

გომელაური: გურჯისტანის ვილაიეთი არ შექმნილა ჯერ, ეგ არის ტყუილი ინფორმაცია

ვახტანგ გომელაური
ტაბულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისლამურმა სახელმწიფომ საქართველოში გურჯისტანის ვილაიეთი შექმნა, ტყუილია. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა.

"ვილაიეთი არ შექმნილა ჯერ, ეგ არის ტყუილი ინფორმაცია", - თქვა გომელაურმა.

10 ნოემბერს გაზეთმა რეზონანსმა დაწერა, რომ ისლამურმა სახელმწიფომ საქართველოში გურჯისტანის ვილაიეთი შექმნა.

კომენტარები