მიგრანტების კრიზისი

ფრანსუა ოლანდი: საფრანგეთი მიგრანტებს ისევ მიიღებს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, საფრანგეთი დარჩება თავისუფლების ქვეყნად და პარიზის ტერაქტის მიუხედავად, აღმოსავლეთიდან წამოსულ მიგრანტებსა და ლტოლვილებს ისევ მიიღებს.

„ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, რა იქნება საფრანგეთი მუზეუმების, ტერასების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გარეშე?" - განაცხადა ოლანდმა საფრანგეთის მერებთან გამართულ შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ქვეყანა მომავალი ორი წლის მანძილზე კიდევ 30 ათას ლტოლვილს მიიღებს, თუმცა სასაზღვრო კონტროლი და უსაფრთხოების შემოწმება უფრო გამკაცრდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები