სასაწყობე მეურნეობები

მთავრობა სასაწყობე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს

radiotavisupleba.ge

მთავრობა სასაწყობე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს - პროგრამის დეტალებზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, ყოველწლიურად არის ხილისა და ბოსტნეულის პროდუქციის 15-20%-ის დანაკარგი, რადგან ვერ ხდება შესაბამის პირობებში შენახვა. მოსავლის დაბინავებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით განსაკუთრებით წახალისდება მაღალმთიანი რეგიონები, ასევე გამოიყო ყველაზე დაბალი ეკონომიკური აქტივობის მქონე 12 მუნიციპალიტეტი, რომლებიც მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სპეციალური პირობები გავრცელდება თიანეთის, ყაზბეგის, ჭიათურის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ცაგერის, ლენტეხის, ონის, მესტიის, შუახევისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებზე, რაც აღნიშნული მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას შეუწყობს ხელს.

კომენტარები