მთავარი პროკურორის პოსტი

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე აირჩია

pirveliradio.ge

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე აირჩია. ის ჯერჯერობით მთავარი პროკურორის მოადგილეა.

შოთაძე მთავარი პროკურორი ჯერ მთავრობის, შემდეგ კი პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ იქნება.

ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 14-მა წევრმა მიიღო და, მათ შორის, 13-მა მხარი შოთაძეს დაუჭირა.

მთავარი პროკურორი 6 წლის ვადით ირჩევა.

შოთაძესთან ერთად მთავარი პროკურორობის კანდიდატები იყვნენ ვლადიმერ გაბრიჩიძე და ნანა რევაზიშვილი.

კომენტარები