მიგრანტების კრიზისი

წარმომადგენელთა პალატამ ლტოლვილების წინააღმდეგ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

www.greenmanspage.com

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ქვეყნის ტერიტორიაზე ერაყელი და სირიელი ლტოლვილების გადაადგილების შეზღუდვის მიზნით შემუშავებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

სხდომის დროს ათობით დემოკრატი რესპუბლიკელებს მიემხრო და თეთრი სახლის პოზიციის საწინააღმდეგოდ, კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 289:137 - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა კანონპროექტისთვის ვეტოს დადებას აპირებს. თუმცა სანამ ობამა ვეტოს დაადებს, კანონპროექტმა სენატის მხარდაჭერაც უნდა მიიღოს.

აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება პარიზის ტერაქტს უკავშირდება, რომელსაც 129 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები