კანონიერი ქურდობის ბრალდება

შსს: თბილისში კანონიერი ქურდი დავაკავეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონიერი ქურდობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 1958 წელს დაბადებული რევაზ ლ. თბილისში დააკავეს. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ ლ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად. ბრალდებული ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით ქურდული სამყაროს მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავს. რევაზ ლ-ს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ქურდული სამყაროს წევრებთან, ასევე აქტიურად მოქმედებდა ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და მონაწილეობდა ე.წ. ქურდულ გარჩევებში. აგრეთვე დადგინდა, რომ 2011 წელს რევაზ ლ. საფრანგეთში სხვადასხვა ორგანიზებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, საქართველოსა და საფრანგეთში ქურდული საერთოს - ე.წ. „ობშიაკის“ თანხების შეგროვებისა და განკარგვის საკითხებში მონაწილეობდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები