ბერნარ კუშნერის ვიზიტი

კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას

ბერნარ კუშნერი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრი და გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ბერნარ კუშნერს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

"ბერნარ კუშნერმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები - საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამები დადებითად შეაფასა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს გლობალური კონფერენციის - „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო“ როლზე" - აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

კომენტარები