ტერორიზმი

საქართველოს პრეზიდენტი მალიში დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

0 კომენტარი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მალის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბომაკოში მომხდარმა თავდასხმამ დაადასტურა, რომ ტერორიზმს ეროვნება და რელიგია არ გააჩნია.

"20 ნოემბერს მსოფლიო კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ტერაქტის მოწმე გახდა. ტერორისტთა თავდასხმამ მშვიდობიან მოქალაქეებზე მალის დედაქალაქ ბამაკოში დაადასტურა, რომ ტერორიზმს ეროვნება და რელიგია არ გააჩნია. გარდაცვლილთა შორის სხვადასხვა წარმომავლობის და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები არიან. ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა დაღუპულის ოჯახს. მძევალთა გათავისუფლების ოპერაციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობით მოხერხდა მათი დიდი ნაწილის გათავისუფლება. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში" - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

20 ნოემბერს მალის დედაქალაქ ბომაკოში, სასტუმრო რედისონში, შეირაღებულმა პირებმა 170 ადამიანი აიყვანეს მძევლად. გაეროს მშვიდობისმყოფელის თქმით, პირველადი მონაცემებით, დაღუპულია 27 ადამიანია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები