თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი

ნარმანია: ბიუჯეტზე უკვე მუშაობენ ჩემი მოადგილე და შესაბამისი სამსახურები

თბილისის მერია

თბილისის მერის განცხადებით, საკრებულოდან დაბრუნებული ბიუჯეტის პროექტზე უკვე მუშაობენ მისი მოადგილეები, მომდევნო კვირიდან კი თვითონაც აქტიურად ჩაერთვება.

"ბიუჯეტზე მუშაობენ ჩემი მოადგილე და შესაბამისი სამსახურები. მომდევნო კვირიდან მე თვითონაც უფრო აქტიურად ჩავერთვები და ყველა პროექტს და პროგრამას გავივლი, რაზეც შენიშვნები და წინადადებები წამოვიდა საკრებულოდან, იმისათვის, რომ მაქსიმალურად რაციონალურად შევძლოთ მეტი წინადადების ასახვა და შესაბამისად, ბიუჯეტის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში საკრებულოში" - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ 21 ნოემბერს დაუბრუნა. დეპუტატების პრეტენზიების გასაცნობად და დოკუმენტის კორექტირებისთვის დედაქალაქის მთავრობას ვადა 10 დეკემბრამდე აქვს. 

კომენტარები