კიბერომი

Anonymous: ISIS პარიზსა და სხვა ქალაქებში ახალ ტერორისტულ აქტებს გეგმავს

0 კომენტარი
ფოტო: Anonymous

ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფმა Anonymous-მა ახალი მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ტერორისტული ორგანიზაცია ISIS ახალი ტერაქტებისთვის ემზადება. ჰაკერების განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერაქტები პარიზში, იტალიაში, ლიბანში, ინდონეზიასა და აშშ-ს ტერიტორიაზე იგეგმება. განცხადებაში კონკრეტული ადგილებიც არის ნახსენები, სადაც სავარაუდო აქტები უნდა განხორციელდეს.

ჰაკტივისტებმა ISIS-ს კიბერომი ოფიციალურად 16 ნოემბერს პარიზის ტერაქტების შემდეგ გამოუცხადეს. მათ მსგავსი შინაარსის ჩანაწერები ISIS-ის წინააღმდეგ იანვარშიც გაავრცელეს, გამოცემა Charlie Hebdo-ზე თავდასხმის შემდეგ.

Foreign Policy-ის გამოძიების ინფორმაციის თანახმად, ჰაკერული ჯგუფის აქტივისტებმა, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ასოცირებული 149 საიტი გატეხეს, გამოავლინეს 101 000 Twitter-ის პროფილი და 5 900 პროპაგანდისტული ვიდეო.

ჰაკერული დაჯგუფების პირველი ხმაურიანი "საქმე” 2008 წელს, საიენტოლოგთა ეკლესიის საიტებზე იერიშია. მას შემდეგ ორგანიზაციამ Sony-ზე, Amazon-ზე, Paypal-სა და ამერიკის ბანკზე მიიტანა თავდასხმები. ორგანიზაციამ 2012 წელს აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს საიტიც გათიშა.

Anonymous პუტინის წინააღმდეგაც იბრძვის. დაჯგუფებამ 2012 წელს თავდასხმა პუტინის ახალგაზრდულ ორგანიზაცია Наши-ზეც განახორციელა და ბლოგერების მთავრობის სასარგებლოდ მოსყიდვის მცდელობები გაასაჯაროვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები