საოკუპაციო ხაზი

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვიდან სამი მამაკაცი გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

რუსთავი ორის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიიდან სამი ადამიანი გაიტაცეს. დავით გულიტაშვილი, ზურაბ კორინთელი და გიორგი გოგიაშვილი ტაძარში გიორგობის აღსანიშნავად ოჯახებთან ერთად იმყოფებოდნენ.

ტელეკომპანიის ცნობით, ოკუპანტებმა მხოლოდ მამაკაცები წაიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია, სად გადაიყვანეს დაკავებულები. სავარაუდოდ, ისინი უკვე ცხინვალის იზოლატორში არიან.

კომენტარები