საფრანგეთი ISIS-ის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებს გააძლიერებს

ავიამზიდი "შარლ დე გოლი"
EPA

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ საფრანგეთი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებს სირიასა და ერაყში გააძლიერებს.

პარიზში ბრიტანეთის პრემიერმინისტრ დევიდ კამერონთან შეხვედრის შემდეგ, ოლანდმა დაადასტურა, რომ თავდასხმებში ავიამზიდი "შარლ დე გოლი" ჩაებმება და ისეთ სამიზნეებს შეარჩევს, რომელთა განადგურებაც "ისლამურ სახელმწიფოს" მაქსიმალურად დააზარალებს.

კამერონმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტ ოლანდის გადაწყვეტილებას ISIS-სთვის გადამწყვეტი დარტყმების მიყენების შესახებ მხარს უჭერს და თვლის, რომ ბრიტანეთიც ასე უნდა მოიქცეს.

ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციას უფრო აქტიურად გაცვლიან.

კომენტარები