ტერორიზმის საფრთხე

აშშ მოქალაქეებს მსოფლიოში მოგზაურობისას ტერაქტების რისკის შესახებ აფრთხილებს

EPA

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობისას ტერორისტული საფრთხეების ზრდასთან დაკავშირებით აფრთხილებს. დეპარტამენტის თქმით, ISIL, ალ-ყაიდა, ბოკო ჰარამი და სხვა ტერორისტული ჯგუფები, ტერაქტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გეგმავენ.

ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფრთხილება 2016 წლის 24 თებერვალს იწურება.

"ექსტრემისტებმა მიზანში ამოიღეს დიდი სპორტული ღონისძიებები, თეატრები, ღია ბაზრები და საავიაციო სერვისები" - აცხადებს აშშ-ს მთავრობა.

გაფრთხილება შეეხება ასევე საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქეები უნდა გაფრთხილდნენ საკურორტო სეზონის დროს სადღესასწაულო ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისას.

დეპარტამენტი მოქალაქეებს ასევე ურჩევს აკონტროლონ მედია, ინფორმაციის ადგილობრივი წყაროები, დარჩნენ ოჯახის წევრებთან კავშირზე და დაემორჩილონ გამკაცრებულ უსაფრთხოების ზომებს.

ამერიკის მთავრობა მოქალაქეებს, როგორც წესი კონკრეტულ ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით აფრთხილებს ხოლმე. მსოფლიო მასშტაბით მსგავსი გაფრთხილების გამოცემა იშვიათია.

კომენტარები