თურქეთი-რუსეთი

სერგეი ლავროვმა თურქეთში 25 ნოემბერს დაგეგმილი ვიზიტი გადადო

ლავროვი
novinite.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 25 ნოემბერს თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას Russia Today ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის გაუქმების მიზეზი დღეს ანკარაში თურქების მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება გახდა.

ლავროვის თქმით, თურქეთის ტერიტორიაზე ტერორიზმის საფრთხე გაზრდილია.

"აუცილებელია აღინიშნოს, რომ ტერორისტული საფრთხის დონე, რომელიც თურქეთის ტერიტორიიდან მომდინარეობს გაზრდილია" - განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვი რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს, თურქეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ, რადგან მისი თქმით, თურქეთში ტერორიზმის არანაკლები საფრთხეა, ვიდრე ეგვიპტეში.

"ჩვენ არ ვუწევთ რეკომენდაციას რუსებს, რომ თურქეთში დასასვენებლად ჩავიდნენ,"- განაცხადა ლავროვმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელმაც სირიის საზღვართან ახლოს თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

კომენტარები