დაყაჩაღება

საფრანგეთის ქალაქ რუბეში შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს

Jacky Naegelen / Reuters

ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ რუბეში, ბელგიის საზღვართან ახლოს, შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ შემთხვევას ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.

თვითმხილველთა ინფორმაციით, შეიარაღებული პირები სახლის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, თუმცა, პოლიციამ ხელი შეუშალა, რის შემდეგაც მათ პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძევლები ბანკის უფროსი და მისი ოჯახის წევრები არიან.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და ექიმები არიან მობილიზებულები.

კომენტარები