სახელმწიფო საზღვარი

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 17 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცვლებმა პირველი სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სომალის რესპუბლიკის 15, საქართველოს 1 და თურქეთის რესპუბლიკის 1 მოქალაქე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, სატვირთო ავტომანქანაში არსებული სპეციალური სამალავის მეშვეობით, სომალის რესპუბლიკის მოქალაქეების თურქეთში უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 19-344 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები