ნარკოდანაშაული

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1977 წელს დაბადებული რომან ბ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ფუად ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ფუად ა-ს პირადი ჩხრეკისას 9,0015 გრ, ხოლო რომან ბ-ს პირადი ჩხრეკისას 18,8555 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები