რეკლამა

გალტ & თაგარტმა და საქსო ბანკმა ონლაინტრეიდინგის პლატფორმა წარადგინეს

გალტ & თაგარტი

სს გალტ & თაგარტმა ონლაინტრეიდინგის პლატფორმა, G&T TRADER-ი (ჯითი ტრეიდერი) წარადგინა. აღნიშნული პლატფორმა გალტ & თაგარტსა და Saxo Bank-ს შორის საქართველოში ე.წ. White Labeling-ის პარტნიორობით შეიქმნა.

„გალტ & თაგარტი საქმიან ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, G&T TRADER-ის პლატფორმით აღმოაჩინონ საკუთარ თავში ტრეიდერი და ჰქონდეთ წვდომა გლობალურ ფინანსურ ბაზრებთან. გალტ & თაგარტის კლიენტები სწორედ G&T TRADER-ის საშუალებით, ყოველგვარი ფიზიკური შუამავლის გარეშე, ონლაინ რეჟიმში სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელებენ გლობალურ ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტიციებს და ივაჭრებენ წამყვანი კორპორაციების ფასიანი ქაღალდებით. G&T TRADER-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დღე-ღამის ნებისმიერ დროს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ლეპტოპის, პლანშეტის ან სმარტფონის საშუალებით ონლაინრეჟიმში მართოს საკუთარი ანგარიშები. G&T TRADER-ის საშუალებით მომხმარებელი ივაჭრებს სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებით: აქციები, ობლიგაციები, FOREX, CFD, ფიუჩერსები, ოფციონები" - აცხადებენ კომპანიაში.

G&T TRADER-ით სარგებლობისათვის კლიენტს საბროკერო ანგარიშის გახსნა შეუძლია, როგორც გალტ & თაგარტში, ასევე SOLO ლაუნჯში, SOLO და პირადი ბანკირების მეშვეობით. დამატებით, ბანკირები მომხმარებელს საბროკერო ანგარიშის გახსნასთან ერთად, კონსულტაციას გაუწევენ G&T TRADER პლატფორმით სარგებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის და SOLO მომხმარებელს, შესაძლებლობა აქვს ბანკირის მეშვეობით მართოს, როგორც საბანკო, ასევე საბროკერო ანგარიშები და აქტივები.

გალტ & თაგარტი მსურველ კლიენტს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს ერთთვიანი უფასო დემო ანგარიშით და საკუთარ თავზე გამოსცადოს G&T TRADER პლატფორმის შესაძლებლობები.

კომენტარები