სასაზღვრო პოლიცია

შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სასაზღვრო პოლიციამ მეორე სამმართველოს (ახალციხე) N2 სასაზღვრო სექტორის (ვალე) დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები