იარაღის უკანონო შენახვა

იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული გიორგი კ. თბილისში, გლდანის დასახლებაში დააკავეს.

პოლიციამ გიორგი კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 4 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები