შემოსავლების სამსახური

RS: შეფერხება აქვთ თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით ტრანზიტულად მოძრავ ტვირთებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მხარეს, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, გარკვეული შეფერხებები აქვთ თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით ტრანზიტულად მოძრავ ტვირთებს. მათივე ცნობით, ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს. 

"მითითებული ტვირთებიდან უკან მობრუნებული სატვირთო ა/მანქანების ნაწილი მძღოლების მოთხოვნის შესაბამისად გაიგზავნა აზერბაიჯანის ან თურქეთის რესპუბლიკების მიმართულებით. დარჩენილი მანქანები იმყოფებიან ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე და ელოდებიან რუსეთის ფედერაციაში შესვლის თანხმობას. ქართულ მხარეს საბაჟო გამშვები პუნქტის, ყაზბეგის კონტროლის ზონაში არ იმყოფება არცერთი ზემოაღნიშნული მიზეზით გაჩერებული ავტომანქანა. საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრები აწვდიან შესაბამის ინფორმაციას ტრანზიტულად მოძრავი ტვირთების მძღოლებს „ლარსის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებული მდგომარეობის შესახებ", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები