ISIS-მა მტერი ქვეყნების სია გამოაქვეყნა

ISIS

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ახალი ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები მტერ ქვეყნებს ასახელებენ.

ჩანაწერში ისინი, მათ წინააღმდეგ მებრძოლ საერთაშორისო გაერთიანებას "ეშმაკების კოალიციას" უწოდებენ.

ვიდეორგოლში ნაჩვენებია ფოტოც, რომელზეც 60 ქვეყნის დროშაა ასახული.

ISIS -ის მტრების სიაში მოხვდნენ - აშშ, საფრანგეთი, რუსეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია, ავსტრალია, კანადა, უკრაინა, პოლონეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ირანი, იაპონია და ა.შ.

სიაში საქართველო ნახსენები არ არის.

კომენტარები