გაერთიანებული სამეფო

თამარ ბერუჩაშვილი გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად ინიშნება

ტაბულა

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად ინიშნება. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბერუჩაშვილის კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილია და ყველა შესაბამის პროცედურას გაივლის.

ამჟამად, დიდი ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ გაჩეჩილაძეა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რევაზ გაჩეჩილაძე დიპლომატიურ საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა სად, არ აკონკრეტებენ.

კომენტარები