თურქეთი-რუსეთი

პუტინი: თუ იგივე განმეორდება, არ გვჭირდება თანამშრომლობა არცერთ კოალიციასთან

Reuters

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ თუ რომელიმე ქვეყანა ისევ ჩამოაგდებს რუსულ სამხედრო თვითმფრინავს, რუსეთს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ არცერთ კოალიციასთან თანამშრომლობა არ სჭირდება. მისი თქმით, რუსეთი მზადაა, ითანამშრომლოს ამერიკის მიერ შექმნილ კოალიციასთან, რომელშიც თურქეთიც შედის, მაგრამ იგივე ინციდენტი არ უნდა განმეორდეს. ეს განცხადება მან კრემლში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

თურქეთის საქციელს პუტინმა ღალატი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევამდე ოფიციალური მოსკოვი თურქეთს მეგობრად თვლიდა.

"ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამერიკის მიერ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლისათვის შექმნილ კოალიციასთან, მაგრამ მსგავსი ინციდენტები აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის და გაფრთხილებთ, რომ თუ მსგავსი ინციდენტი ისევ განმეორდა, ჩვენ არ გვჭირდება თანამშრომლობა არცერთ კოალიციასა თუ ქვეყანასთან", - თქვა პუტინმა.

კომენტარები