რეკლამა

BOG: ყოველ მესამე გზავნილზე მომხმარებელი უფასო სასაუბრო დროს მიიღებს

მომხმარებელი, რომელიც ისარგებლებს სწრაფი ფულადი გზავნილების მომსახურებით საქართველოს ბანკში და Express Bank-ში, საჩუქრად მიიღებს 5 ლარის სასაუბრო დროს.

2016 წლის 27 მარტის ჩათვლით საქართველოს ბანკსა და Express Bank-ში ნებისმიერი სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემით ყოველ მესამე გაგზავნილ ან მიღებულ გზავნილზე მომხმარებელს საჩუქრად მიღებული 5 ლარის სასაუბრო დრო მობილურის ბალანსზე ავტომატურად დაერიცხება. სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემით თანხის გაგზავნა ან მიღება შესაძლებელია ანგარიშის გახსნის გარეშე, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ფულადი გზავნილის მიღებისას მომხმარებელი არ იხდის საკომისიოს.

საქართველოს ბანკი და Express Bank ფულადი გზავნილების ერთგულ მომხმარებელს საჩუქრებს მთელი წლის განმავლობაში თავაზობენ. ამასთან, მომხმარებელს, სწრაფი ფულადი გზავნილის მიღება შეუძლია როგორც სერვისცენტრში, ისე ტელეფონბანკით, ბანკომატით და გადახდის აპარატით.

კომენტარები