კრიმინალი

მარტვილის რაიონში მომხდარი გასროლის შედეგად ერთი პიროვნება გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მარტვილის რაიონში ცოტა ხნის წინ მომხდარი გასროლის შედეგად ერთი პიროვნება გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დოისთვის უკვე დადგენილია დამნაშავის ვინაობა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობა ჩაიდინა. უწყებაში მომხდარის მოტივზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები