ტერორისტული თავდასხმა

ნიგერიაში ტერაქტს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: Afolabi Sotunde / Reuters

ნიგერიაში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი - დაშავდა.

თავდასხმა ქვეყნის ჩრდილოეთში, კანოს შტატში, შიიტი მუსლიმების ყოველწლიური რიტუალური მსვლელობისას მოხდა.

ჩრდილოეთ ნიგერია ძირითადად სუნიტებითაა დასახლებული, თუმცა მზარდია შიიტების რაოდენობა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. აღსანიშნავია, რომ კანოს შტატში „ისლამური სახელმწიფოს" მოკავშირე ტერორისტულ დაჯგუფება ბოკო ჰარამს არაერთი ტერაქტი აქვს მოწყობილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები