თურქეთი-რუსეთი

თურქეთი მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს

www.outsidethebeltway.com

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან, თუ ეს გადაუდებელი აუცილებლობა არაა.

უწყების განცხადებით, ამის მიზეზი რუსეთში მაცხოვრებელი ან ვიზიტით მყოფი თურქებისთვის შექმნილი სირთულეები გახდა. გაფრთხილება იმოქმედებს მანამ, სანამ „ვითარება უფრო ნათელი გახდება".

რუსეთმა შეზღუდა ტურისტების მოგზაურობა თურქეთში, თურქულ სატვირთოებს პრობლემები აქვთ საზღვართან, მოსკოვი ანკარას წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებსაც ამზადებს.

NATO-ს წევრ ქვეყანასა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ალიანსის წევრმა ქვეყანამ რუსული თვითმფრინავი გაანადგურა.

კომენტარები