თურქეთ-რუსეთი

თურქეთი დაღუპული რუსი პილოტის ცხედარს რუსეთს გადასცემს

independent.co.uk

ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის გარდაცვლილი პილოტის ცხედარი თურქეთშია.

პრემიერ დავითოღლუს თქმით, თურქეთის ხელისუფლებას ცხედარი კვირას, დილის საათებში გადასცეს. უცნობი რჩება, თუ ვისი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ვინ გადაასვენა ცხედარი ჰატაიში, სამხრეთ თურქეთში. ჰატაიში, თურქეთის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის სამხედრო ატაშეც იმყოფება.

დაღუპული პილოტის ცხედარი თურქეთში მართლმადიდებლური წესების დაცვით გადაასვენეს. მას რუსეთს გადასცემენ.

რუსული სამხედრო თვითმფრინავი თურქეთმა, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, 24 ნოემბერს ჩამოაგდო. ორიდან ერთერთი პილოტი დაიღუპა.

კომენტარები