დემონსტრაცია პარიზში

პოლიცია პარიზში აქციის დაშლას ცდილობს

Reuters

პარიზის ცენტრში დემონსტრანტები საფრანგეთის ეკოლოგიურ პოლიტიკას აპროტესტებენ. პოლიცია არასანქცირებული მიტინგის დასაშლელად ცრემლსადენ გაზს იყენებს. აღსანიშნავია, რომ 13 ნოემბრის ტერაქტების გამო პარიზში ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. პოლიციამ აქციაზე 24 ადამიანი დააკავა.

როგორც Reuters იტყობინება, დემონსტრანტების მოწოდებები კლიმატის დაცვასა და დემოკრატიას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ მომავალ კვირაში პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტი იმართება.

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა. ზოგიერთი დემონსტრანტი ნიღბიანია.

კომენტარები