ბიზნეს გარემო

ოქტომბერში ახალი ბიზნესების რეგისტრაციის რაოდენობა 12%-ით შემცირდა

shutterstock

2015 წლის ოქტომბერში 3 453 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.7%-ით უფრო ნაკლებია. 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში სულ 37 997 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 2014 წლის პირველი ათი თვის მონაცემებთან შედარებით 5.2%-ით ნაკლებია. 

ახალი ბიზნესების რეგისტრაციის რაოდენობის შემცირება სავარაუდოდ ლარის გაუფასურებას უკავშირდება. სავალუტო შოკის პირობებში მეწარმეები ახალი ინვესტიციების განხორციელებას ზოგჯერ ერიდებიან. 


ფოტო: საქსტატი

ახალი საწარმოების რეგისტრირების სიმარტივის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულშია. საქართველოში ტიპური ბიზნესის რეგისტრირება ორ დღეში, სულ ორი პროცედურის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.

კომენტარები