ევროკავშირი-თურქეთი

ევროკავშირმა და თურქეთმა მიგრანტებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

AP

ევროკავშირმა, გუშინ, ბრიუსელში გამართულ სამიტზე თურქეთის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია. თურქეთი ევროკავშირისგან 3 მილიარდ ევროს მიიღებს და მისი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვა დაჩქარდება. სანაცვლოდ, თურქეთმა უნდა გააძლიეროს საზღვრების კონტროლი და შეამციროს მიგრანტების გადინება ევროპისაკენ.

თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ 29 ნოემბერს ისტორიული დღე უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზეც დაიწყებს მუშაობას.

კომენტარები