თურქეთი-რუსეთი

პუტინმა კლიმატის სამიტზე ერდოღანთან შეხვედრაზე უარი თქვა

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ვლადიმირ პუტინი
tass.ru

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პარიზში, კლიმატის საერთაშორისო კონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრას არ აპირებს.

"არანაირი შეხვედრა ერდოღანთან არ იგეგმება, მსგავს შეხვედრაზე ლაპარაკიც კი არ არის", - თქვა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ერდოღანმა პუტინს პირისპირ შეხვედრისკენ მოუწოდა. თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებდა, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, სამიტზე პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებოდა და საკითხს "გონივრულ წერტილამდე" დაიყვანდნენ.

კომენტარები