კლიმატის ცვლილებების სამიტი

მთავრობა: ღარიბაშვილი ობამას, მერკელს და სხვა მსოფლიო ლიდერებს მიესალმა

საქართველოს მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩოკონვენციის მხარეთა კონფერენციის გახსნამდე მსოფლიო ლიდერებს მიესალმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს და მედიას უგზავნის.

"ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს, ნიდერლანდების პრემიერმინისტრ მარკ რუტეს, ესტონეთის პრემიერმინისტრ ტაავი რიივასს, ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს, მოლდოვას, პანამის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, მონტენეგროს, კვიპროსის პრეზიდენტებს, ირლანდიისა და ყაზახეთის პრემიერმინისტრებს მიესალმა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ფოტო: facebook.com/GaribashviliOfficial


ფოტო: facebook.com/GaribashviliOfficial


ფოტო: facebook.com/GaribashviliOfficial

კომენტარები