თურქეთი-რუსეთი

სტოლტენბერგი: მხარს ვუჭერთ თურქეთის უფლებას საჰაერო სივრცის დაცვის შესახებ

NATO

NATO გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, თურქეთის პრემიერმინისტრ აჰმედ დავითოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა მხარს უჭერს თურქეთის უფლებას საჰაერო სივრცის დაცვის შესახებ.

"NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა მხარს უჭერს თურქეთის უფლებას საჰაერო სივრცისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უფლებას,"- განაცხადა მან.

მისივე თქმით, NATO შეშფოთებულია რეგიონში რუსული სამხედრო პოტენციალის ზრდით. ამასთანავე, ალიანსი მიესალმება თურქეთის მოსკოვთან კონტაქტის დამყარების მცდელობას.

თურქეთის პრემიერმინისტრმა კი კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ანკარა არავის წინაშე ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

კომენტარები