ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

0 კომენტარი
ფოტო: mashable

დღეისათვის დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ლუბლიანას, ჭიაურელის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსტკოვის, ცისკარიშვილის, გუმათჰესის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის და ფარნავაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები