რიმა ბერაძე

ბერაძე: რ2-ის ჟურნალისტმა ჩემი სიტყვები დაამახინჯა და კონტექსტიდან ამოგლიჯა

sakrebulo.ge

ქართული ოცნების დეპუტატმა რიმა ბერაძემ განმარტა, რომ უფასო სასადილოების შესახებ მისი განცხადება რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა კონტექსტიდან ამოგლიჯა და საზოგადოებას დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა. 

"კამპანიამ მიიღო ისეთი ხასიათი, თითქოს მე განვაცხადე, რომ 1 ლარი და 18 თეთრი იყო საკმარისი ყოფნოდა ადამიანს ერთდღიური კვებისათვის და შემდეგ ზოგიერთმა ტელეკომპანიამ გააკეთა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ერთდიური ცხოვრებისთვისაც საკმარისი იყო 1 ლარი და 18 თეთრი. ეს იყო სიცრუე, ეს იყო დეზინფორმაცია, ეს იყო ჟურნალისტის მიერ იმპროვიზირებული, ამოგლეჯილი კონტექსტიდან სიტყვები, დამახინჯებული" - აღნიშნა ბერაძემ.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს დეპუტატმა უფასო სასადილოების შესახებ განაცხადა, რომ "1 ლარსა და 18 თეთრში თავიდან ბოლომდე არის გათვლილი კალორიულობა, ის რაც საჭიროა" და მათ ამ კუთხით შენიშვნები არ აქვთ.

კომენტარები