თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

mashable

დაგეგმილი სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, ვაკის, სამგორის, ისნის, კრწანისის რაიონებს.

საბურთალოს რაიონში 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, კოსტავას და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 16:00-მდე კი, პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს. ასევე გეგმური სამუშაოების გამო, 11:00-დან 13:00-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის მცხოვრებებს.

სამგორის რაიონში 11:00-დან 15:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის "დ" ქუჩის და კოლოუბნის ქუჩის მცხოვრებებს. ვაკის რაიონში კი, 10:00-დან 18:00-მდე - ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00-დან 12:00-მდე დენი არ ექნება ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ღოღობერიძის, ჟორდანიას და სურგულაძის ქუჩების მცხოვრებებს. ხოლო ისნის რაიონში 10:00-დან 17:00-მდე - წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სართიჭალას, ქურხულის, ხერხეულიძის, იზაშვილის, ბადიაურის და ფოსტის ქუჩების მცხოვრებებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები