NATO-თურქეთი

სტოლტენბერგი: თურქეთის უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია

Reuters

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თურქეთის უსაფრთხოება მათი პრიორიტეტია. მისი თქმით, ალიანსი თურქეთის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებს. NATO-ს წევრი ქვეყნები თურქეთისთვის საპატრულო თვითმფრინავებისა და რაკეტების გაგზავნას აპირებენ.

სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერების გარდა, NATO-ს ერთ-ერთი წევრი ქვეყანა დანია მზად არის, თურქეთის სანაპიროებთან სამხედრო ხომალდი გაგზავნოს.

ამას გარდა, სტოლტენბერგის ინფორმაციით, NATO თურქეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ მიმართულ დოკუმენტზე მუშაობს.

კომენტარები