რეკლამა

18-20 დეკემბერს თავისუფალ უნივერსიტეტში HackTBILISI ჩატარდება

18-20 დეკემბერს თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ჰაკათონი - HackTBILISI ჩატარდება. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია მსურველებმა 4 დეკემბრამდე უნდა გაიარონ.

სტუდენტური ორგანიზაცია უნიჰაკი უკვე მესამე წელია, წარმატებით ატარებს სტუდენტურ ჰაკათონებს საქართველოში. მის სახელს უკავშირდება:

● პირველი სტუდენტური ჰაკათონი საქართველოში - hack@CST

● ყველაზე დიდი ჰაკათონი აღმოსავლეთ ევროპაში - hack@MACS

● პირველი საერთაშორისო ჰაკათონი საქართველოში - HackTBILISI

გასულ წელს, HackTBILISI-ში, ქართველ სტუდენტებსა და მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები უკრაინიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

მორიგი HackTBILISI-ისთვის მზადება უკვე დაწყებულია. გარდა იმისა, რომ იგეგმება მთელი ევროპიდან სტუდენტების ჩამოყვანა, უნიჰაკს აქვს სიახლე.

ორწლიანი მუშაობის შემდეგ, გასულ თვეში, საქართველო, როგორც ქვეყანა და ჰაკათონი HackTBILISI შეუერთდა Major League Hacking(MLH) - მსოფლიო ჰაკათონების ლიგას. HackTBILISI არის ერთ-ერთი პირველი ჰაკათონი და საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, ვინც ზემოხსენებულ ლიგაში გაწევრიანდა.

ჰაკათონის პარალელურად გაიმართება ტექნოლოგიური საუბრები, რომელზე დასწრებაც შეეძლება ნებისმიერ მსურველს.

შეგახსენებთ, რომ HackTbilisi არ ფინანსდება სახელმწიფოსგან და მხოლოდ და მხოლოდ გარე სპონსორებისა და შემოწირულობების ხარჯზე საზრდოობს. თუ გსურთ დაეხმაროთ ჰაკათონს, რათა ქართველმა სტუდენტებმა კვლავაც შეძლონ იმის კეთება, რაც უყვართ, მიყევით ბმულს: დაეხმარე HackTBILISI-ს!

ღონისძიების მეილი და FB-მისამართი: [email protected], fb.com/hackTbilisi.

კომენტარები