რეიდები პარიზში

რეიდების ფარგლებში პარიზში მეჩეთი დახურეს

Reuters

საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აღმოსავლეთ ნაწილში რეიდები ჩაატარა. რეიდების ფარგლებში, პოლიციამ დახურა ადგილობრივი მეჩეთი და დააკავა ერთი პირი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს. უსაფრთხოების სამსახურმა მეჩეთიდან "ჯიჰადისტების" დოკუმენტები ამოიღო.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამართალდამცავებმა გასულ კვირას, პარიზში, კიდევ ორი მეჩეთი დახურეს, რადგან ამ მეჩეთების წინამძღოლებს "ისლამის რადიკალიზაციის" მცდელობაში სდებენ ბრალს.


კომენტარები