ISIS - რუსეთი

კადიროვი: "რუსი ჯაშუში" ეთნიკურად ჩეჩენი იყო და ეს უპასუხოდ არ დარჩება

Sputnik

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს "უპასუხოდ არ დარჩება".

"ეს რუსი, ეთნიკურად ჩეჩენი იყო. მას თავი მოკვეთეს, არსებობს ამის მტკიცებულებები. მე არ მჯერა, რომ ის იქ ვინმესთვის მუშაობდა. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დადგმული იყო. ჩეჩნები ვიცნობდით მას, გვახსოვს ის და არასდროს დავივიწყებთ. ადამიანი, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქე მოგვიკლა, არ უნდა ცოცხლობდეს. ჩვენ მას "სხვა მხარეს" გავაგზავნით და ცალმხრივ ბილეთს მივცემთ", - თქვა კადიროვმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ISIS-მა ახალი ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ტერორისტი "რუს ჯაშუშს" თავს კვეთს. ვიდეოში ამბობენ, რომ ის ISIS-ში იყო გაწევრიანებული, მაგრამ სინამდვილეში რუსი ჯაშუში აღმოჩნდა.

კომენტარები