თურქეთი-რუსეთი

ლავროვი: ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას ახალი არაფერი მომისმენია

Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ბელგრადში, თავის თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. ლავროვის განცხადებით, ჩავუშოღლუსგან რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების საკითხზე ახალი არაფერი მოუსმენია.

"ჩვენ შევხვდით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მისივე დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, თუმცა ჩვენ მისგან ახალი არაფერი მოგვისმენია. ის იზიარებს თურქეთის პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის პოზიციას, ჩვენ კი ჩვენს აზრზე ვრჩებით", - თქვა ლავროვმა.

მან მცირე კომენტარი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ბრიტანეთის ჩაბმაზეც გააკეთა. ლავროვის აზრით, ეს მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტური გახდება.

კომენტარები